ფინეთი უმუშევარ მოქალაქეებს თვეში 560 ევროს გადაუხდის

ფინეთი ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელიც უმუშევარ მოქალაქეებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას გადაუხდის. საპილოტე პროექტის მიზანი სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირებაა; თანხების მოძიება სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე მოხდება.
პროექტის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში, ორი ათასი ადამიანი ყოველთვიურად 560 ევროს მიიღებს. ამ პერიოდში, სახელმწიფო არ მოიკითხავს დასაქმდება თუ არა ამ ადამიანთაგან ვინმე ან როგორ დახარჯავენ ისინი ამ თანხას.
თუკი პროგრამის მონაწილე სამსახურს იშოვის, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ თანხას ის მაინც მიიღებს, რაც პრევენცია იქნება იმ საფრთხისა, რომ დახმარების შეწყვეტის შიშით მათ შესაძლოა სამუშაო აღარ ეძებონ.
გასული წლის ნოემბერში, უმუშევარი იყო ფინეთის 213 000 მოქალაქე (8%). ეს მაჩვენებელი იგივე იყო 2015 წელსაც.
სამთავრობო მომაცემების მიხედვით, ყოველთვიური საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ფინეთში 3 500 ევროა.
ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის, ჰანა მანტილას განცხადებით, მსგავსი პროექტი საჭირო გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემა „დიდი სამომავლო გამოწვევის წინაშეა“.
მსგავსი საპილოტე სქემები წარმატებული აღმოჩნდა აფრიკასა და ინდოეთში. საბაზისო შემოსავლების გადახდის შემოღებას ასევე განიხილავენ შვეიცარია, ნიდერლანდები და საფრანგეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები