სტამბოლში რესტორანთან სროლა ისმოდა – არიან დაშავებულები

„CNN Turk“ ინფორმაციით, სტამბოლის ფათიჰის რაიონში ერთ-ერთ რესტორანთან სროლის ხმა ისმოდა, არიან დაშავებულები.
თავდასხმის შედეგად უნივერსიტეტის თანამშრომელი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ რესტორანთან მდებარეობს.
დაშავებულია რესტორნის მეპატრონეც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, ესროდნენ ავტომანქანას, რომელიც რესტორანთან იყო პარკირებული და მასში ორი დაშავებული იმყოფებოდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მომხდარი ტერორისტული თავდასხმა არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები