გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლებას დაპირისპირება მოჰყვა

გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღევანდელ თათბირზე გააცნეს.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, სამსახურიდან გათავისუფლება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს შეეხოთ და ისინი კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ძულიაშვილმა დაითხოვა.
ამ ფაქტს გურჯაანის კულტურის ცენტრში დაპირისპირება მოჰყვა. პაატა ძულიაშვილის განმარტებით, დათხოვნილ თანამშრომლებს რეორგანიზაცია შეეხოთ, გათავისუფლებულები კი ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება უსაფუძვლოა, რადგან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ამის უფლება არ ჰქონდა.
„იმაზე მეტს ვაკეთებ, რაც მე მევალება, პირველი მე მოვდიოდი, ყველაზე ბოლოს მე მივდიოდი. თუ რამე მუქთა იყო გასაკეთებელი, მე უნდა მეკეთებინა, სხვები თვეში ერთხელ მოდიან, როცა არის სცენა ასაწყობი და 100 ლარი უნდა გადაუხადონ. ის ხალხი დარჩა, მე მიშვებენ სამსახურიდან“… – პროტესტს გამოხატავდნენ ყოფილი თანამშრომლები.
პაატა ძულიაშვილის თქმით, 57 კაციდან მხოლოდ 17 დატოვეს – სამეურვეო ნაწილის გამგე, კონტროლიორები… მისივე განცხადებით, 10-პროცენტიანი შემცირება იგეგმება, რეორგანიზაციის შესახებ იმსჯელებენ და თანამშრომლების ნაწილი უკან დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები