მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კომპანია „სევსამორა ვილა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კომპანიამ მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2018-2019 წლებში დასრულდება.
პროექტი 41 ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს მოიცავს.
ტურისტული კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება ეკოტურიზმის თემატიკასთან. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიოტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,სევსამორა ვილას“ საბაზრო ფასად, 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში მდებარე 3 ერთეული მიწის ნაკვეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები