ადვოკატი უგულავას მიერ “თბილსერვისში” აქტივისტების დასაქმებას სისხლის სამართლებრივ პრობლემად არ მიიჩნევს

თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია „თბილსერვის ჯგუფში“ აქტივისტების დასაქმებას სისხლისსამართლებრივ პრობლემად არ მიიჩნევს. ბასილაიას აზრით, ეს შესაძლოა პოლიტიკური პრობლემა იყოს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უგულავამ დასკვნით სიტყვაში სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული პრობლემაა პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება.
„ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ პარტიული აქტივისტები, ეს არ შეიძლება მიჩნეული იყოს გაფლანგვად, რამდენადაც ყოველ არჩევნებამდე ან მის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ააიპ-ებში თუ სიპ-ებში ხდება მმართველი ძალისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმება. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულმა გიგი უგულავამაც ისარგებლა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ უკვე რამდენიმე საათია გასულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები