რუსთავში მომხდარი ავარიისას ოთხი ადამიანი დაშავდა

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ავარია მოხდა, რა დროსაც დაშავდა ოთხი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები