ბრუკლინში სარკინიგზო ავარიის შედეგად 76 ადამიანი დაშავდა (ფოტო)

ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში, ე.წ. ატლანტის ტერმინალში, მატარებელი რელსებიდან გადავარდა. სარკინიგზო ავარიის შედეგად 76 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სადგურის პლატფორმაც.
ტელეკომპანია NBC -ის ცნობით, ავარია პიკის საათის დროს მოხდა. დაშავებულთა უმეტესობამ მსუბუქი ტრავმები მიიღო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის მიზეზები უცნობია.
bruklini2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები