მოსკოვს ნატოსთან ურთიერთობების აღდგენა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ნატოს „ცივი ომის“ ანაქრონიზმად არ მიიჩნევს და ალიანსთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს. „ბევრი ქვეყნისთვის ნატოს წევრობა მომგებიანია. მათ დამოუკიდებლად საგარეო პოლიტიკის წარმოება არ სჭირდებათ, საკმარისია, საერთო პოლიტიკის მონაწილე გახდე. ეს ორგანიზაცია ანაქრონიზმი არ არის“ – განუცხადა სააგენტო “ინტერფაქსს” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი კელინმა. მისი თქმით, შეუძლებელია დაარწმუნო რომელიმე ქვეყანა, რომ ის ნატოს წევრი არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს სახელმწიფოები რაციონალიზმის ფაქტორებით ხელმძღვანელობენ. კელინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არის რეალობა, ეს სამხედრო ფაქტორია და მასთან ურთიერთობების დალაგებაა აუცილებელი, ხოლო „მხოლოდ შელოცვებით საქმე არ გაკეთდება“. რაციონალიზმით ხსნის კელინი სამხედრო ფაქტორსაც, როდესაც ნატოს წევრ თითოეულ ქვეყანას არ სჭირდება ძლიერი ფლოტიც, ავიაციაც, სასაზღვრო ძალებიც, არამედ ალიანსში ეს ფუნქციები განაწილებულია, რაც ბევრად უფრო იაფი ჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები