ევროპის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ 400–მა „ბოევიკმა“ და მათმა ერთ–ერთმა ლიდერმა შეაღწიეს

„ისლამური სახელმწიფოს” „ბოევიკების“ დიდმა ჯგუფმა – დაახლოებით 400–მა ადამიანმა, ლტოლვილების სახით, ევროპაში შეაღწია. მათ ცნობილი ალბანელი ჯიჰადისტი და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერი ლავდრიმ მუხაჯერი ხელმძღვანელობს, რომელიც ასევე აბუ აბდულა ალ–კოსოვას სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება. იტალიური სპეცსამსახურების ცნობით, ტერორისტები კოსოვოს სახელმწიფო უწყებებზე და სერბების მართლმადიდებელ ეკლესიებზე შეტევებს გეგმავენ. ეროვნებით ალბანელი მუხაჯერი წარმოშობით მაკედონიიდან არის. ის სირიაში 2012 წელს ჩავიდა. ინტერნეტში ხშირად ვრცელდება მისი პროპაგანდისტული ვიდეორგოლები. ასევე ქსელში გავრცელდა მუხაჯერის ფოტო, რომელიც მძევალს თავს აჭრის და ვიდეო, როდესაც ტყვეს ყუმბარმტყორცნიდან ესვრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები