„საბავშვო „კვირა” – „საკვირაო სკოლა“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალ პროექტს იწყებენ

მედიაჰოლდინგი „კვირა“ და „საკვირაო სკოლა“ ერთობლივ პროექტს იწყებენ. „საბავშვო კვირა“ – ასე ეწოდება ვებგვერდს, რომელიც ამ ორი ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნება. ის „კვირას“ დამატებითი ვებგვერდი იქნება, სადაც ყოველდღიურად გაშუქდება ყველა ის სიახლე და საინტერესო ინფორმაცია, რაც ბავშვებს და მოზარდებს უკავშირდებათ, მათ შორის: შემეცნებითი, გასართობი, სასარგებლო და სხვა. პორტალზე გამოქვეყნდება საინტერესო ინტერვიუები, ვიდეო-ბლოგები, კონკურსები. საინტერესო იქნება როგორც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. ახალ ვებგვერდზე გამოქვეყნდება „საკვირაო სკოლის“ და „კვირას“ მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემებიც. „საკვირაო სკოლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო, საკმაოდ წარმატებული იქნება.
„საკვირაო სკოლამ“ მედიაჰოლდინგის ბაზაზე ახლახან დაიწყო ფუნქციონირება. სწორედ ეს ორი ორგანიზაცია ერთობლივად იწყებენ პროექტს – „საბავშვო კვირა“. ის იქნება დამოუკიდებელი ვებგვერდი, რომელსაც ძირითადად ბავშვები მართავენ. ისინი ძირითადად თავად შექმნიან პროდუქტს, რომელსაც, როგორც თანატოლებს, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებს შესთავაზებენ. ანუ, თემატიკა, რაც პორტალში გაშუქდება, საინტერესო იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. გამოიკვეთება ის ინტერესები, რაც ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. აქ იქნება ასევე მშობლისა და ბავშვის ურთიერთობებზე საუბარი. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავიწყეთ გადაცემების მომზადება, სადაც სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ. ისინი სისტემატურად შეხვდებიან უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ძირითადად ცნობილ სახეებს და ყველა საინტერესო შეკითხვას თავად დაუსვამენ mtavari4გადაცემის სტუმარს. რაც შეეხება სასწავლებელს, „საკვირაო სკოლა“ თავიდან „ტიფლის tv“-ს ბაზაზე შეიქმნა, თუმცა, მოგვიანებით მან „კვირას“ ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება. სასწავლო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე, 6 -დან 16 წლამდე ასაკის 13 ბავშვია გაერთიანებული, რომლებიც ქასთინგის წესით შეირჩნენ. 2017 წლიდან ჩვენი აღსაზრდელების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ჩვენს აღსაზრდელებს აქტიურად ჩავრთავთ სხვადასხვა საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ აქტივობებში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს კვალიფიციური პედაგოგები უტარებენ სხვადასხვა გაკვეთილს. კვირის განმავლობაში 8 გაკვეთილია განსაზღვრული, რომლის ხანგრძლივობაც 3 საათია. უნდა აღვნიშნო, რომ საგნებიდან პრიორიტეტული ხატვაა, ვასწავლით მეტყველებას, წერის კულტურას და სხვა“, – ამბობს ანა ჩანგიანი.
მედიაჰოლდინგის „კვირა“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი, ახალი დამატების იდეას მიესალმება. მედიასაშუალება, რომელიც ონლაინ-მედიის მომხმარებელს პერიოდულად ახალ-ახალ პროდუქტს სთავაზობს, ორიენტირებულია მრავალმხრივ განვითარებაზე. ქეთი ხოსიტაშვილი „საბავშვო კვირას“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს.mtavari2
“კვირასთვის“ ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ გავითვალისწინოთ ყველანაირი მკითხველის ინტერესი. ეს საინტერესო იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. საბავშვო პორტალში მოხვდება საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ყველა თაობას დააინტერესებს, ის, პირველ რიგში, აუცილებლად უპასუხებს ბავშვების და მოზარდების მოთხოვნებს. „კვირა“ 2013 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე ჩვენ უკვე შევქმენით რამდენიმე ვებგვერდი, რასაც ჩვენი მედიაჰოლდინგი აერთიანებს: ესენია: www.kvira.ge, ის ძირითადი საიტია და ყოველდღიურად აქტიურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მსოფლიო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სიახლეებს. მედიასაშუალება უფრო მეტად აკადემიური შინაარსის არის და ის ცდილობს, მიმდინარე მოვლენები არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად გააშუქოს. პორტალზე სისტემატურად იბეჭდება ანალიტიკური სტატიები. პორტალის ბაზაზე ფუნქციონირებს პრესკლუბიც, სადაც დღის განმავლობაში 3-4 პრესკონფერენცია იმართებაmtavari3. პრესკლუბის სტუმრები პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან, რომლებიც აქტუალურ თემებზე განცხადებებს და შეფასებებს აკეთებენ. პორტალის ბაზაზე ასევე შექმნილია ვებგვერდი „კვირა+“ (www.plus.kvira.ge), რომელიც პორტალ „კვირას“ დამატებას წარმოადგენს. ის აპოლიტიკური შინაარსის საიტია. ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება საქართველოს და უცხოეთის საინტერესო სიახლეები, პუბლიკაციები, ორიგინალური სტატიები, ფოტო და ვიდეომასალა. ჩვენ ასევე გვაქვს ვებგვერდი – www.city.kvira.ge რომელიც არის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ ერთობლივი პროექტი, რომელიც, ძირითადად, აშუქებს დედაქალაქის პრობლემატიკასა და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივებს. „სითი კვირა“ ასევე აშუქებს თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებას. მედიაჰოლდინგის შედარებით ახალი პრიოექტია – www.cyber.kvira.ge. აღნიშნული ვებგვერდი ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, როგორც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. პროექტ Cyber.kvira.ge-ს შექმნის მთავარი მიზანი კიბერუსაფრთხოების კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. რაც შეეხება ახალ დამატებას, დარწმუნებული ვარ, „საბავშვო კვირა“ ისეთივე წარმატებული პროექტი იქნება, როგორიც ჩვენი დანარჩენი დამატებები. მას შეიყვარებს მომხმარებელი, იქნება მოთხოვნადი და პოპულარული“, – აღნიშნა ქეთი ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები