ისრაელის სასამართლომ სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი პალესტინელის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

ისრაელის სამხედრო სასამართლომ სამხედრო მოსამსახურე ელორ აზარი დაჭრილი პალესტინელის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა. აზარის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ პალესტინელს, რომელმაც მეორე სამხედრო დანით დაჭრა, „შახიდის ქამარი“ ჰქონდა და მის აფეთქებას აპირებდა.
თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ აზარმა პალესტინელი შურისძიების გამო მოკლა. სასჯელის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინციდენტი 2016 წელის მარტში მოხდა. ორი პალესტინელი ებრაელ სამხედროებს თავს დაესხნენ. მათ ცეცხლი გახსნეს და ერთი პალესტინელი მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრეს. დაჭრილის მდგომარეობის დასადგენად სერჟანტი ელორ აზარი მივიდა. როდესაც  პალესტინელს მიუახლოვდა, რომელიც მიწაზე იწვა, მას კიდევ ერთხელ ესროლა. ეს ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა.
მომხდარიდან მოკლე დროში ინტერნეტში ამ ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა, რამაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები