ფიჯის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფიჯის არქიპელაგის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს” აშშ–ის გეოლოგიური სამსახურიდან აცნობეს. მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში, ფიჯის დედაქალაქ სუვადან 282 კილომეტრში მდებარეობდა.
თავდაპირველად ცუნამის განგაში გამოცხადდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ცუნამის ტალღების სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება და ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

1570

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები