კალინინგრადში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა (ფოტო, ვიდეო)

რუსეთში, კალინინგრადის ოლქის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაფრინდა და ასაფრენ ბილიკს გასცდა. ის მოსკოვი – კალინინგრადის რეისს ასრულებდა. ავიალაინერის ბორტზე 167 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავის გაჩერების შემდეგ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. არსებობდა ცეცხლის გაჩენის საფრთხე, ვინაიდან მას წინა შასი დაუზიანდა, თუმცა ლაინერს ცეცხლი არ გასჩენია. სამმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჯდებოდა და ასაფრენ ბილიკს მისი მოყინულობის გამო გასცდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები