თურქეთის ავიაციის დარტყმების შედეგად, სირიაში, 25 ტერორისტი და 100–მდე სამხედრო ობიექტია განადგურებული

„თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, სირიაში, ერთ დღე–ღამეში, „ისლამური სახელმწიფოს“ 25 „ბოევიკი“ და ტერორისტების 100–ზე მეტი სამხედრო ობიექტია განადგურებული. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუს“ თურქეთის გენერალურ შტაბში აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის დაჯგუფების ლიდერებიც არიან.
გარდა ამისა, საარტილერიო დარტყმების შედეგად 6 ტერორისტი იყო განადგურებული.
თურქეთი, ამჟამად, სირიაში ოპერაციას „ევფრატეს ფარი“ ახორციელებს. ის 24 აგვისტოს დაიწყო და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები