ცუკერბერგი, ერთი წლის განმავლობაში, აშშ–ის ყველა შტატში ჩასვლას გეგმავს

სოციალური ქსელის ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, 2017 წლის განმავლობაში, აშშ–ის ყველა შტატში ჩასვლას გეგმავს. მას ყველა შტატში ახალი მეგობრების გაჩენის იმედი აქვს.
ამ ამოცანის შესასრულებლად მარკ ცუკერბერგი კიდევ 30 შტატში უნდა ჩავიდეს. ის წერს, რომ „ამერიკელების უფრო ახლოს გაცნობა სურს“. ცუკერბერგი ასევე ამბობს, რომ ამჟამად კაცობრიობა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება.
„ათწლეულების განმავლობაში ტექნოლოგიები და გლობალიზაცია ჩვენ გვაერთიანებდა და მათი დახმარებით უფრო პროდუქტიულები გავხდით. ამან ბევრი სიკეთე მოგვცა, მაგრამ ბევრი ადამიანის ცხოვრება გაართულა. ამან საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია, თანაც ისეთი, როგორიც მე ცხოვრებაში არ მინახავს. თამაშის წესები ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის ყველასთვის სასიკეთო იყოს,“ – განაცხადა ცუკერბერგმა.
მის პოსტს ფეისბუქში უკვე 11 ათასი კომენტარი აქვს.  აშშ–ის მოქალაქეები ცუკერბერგს თავის ქალაქებსა და შტატებში ეპატიჟებიან და ურჩევენ, თუ სად უნდა მივიდეს და რა ღირშესანიშნაობა დაათვალიეროს. თუმცა უმეტესობას მასთან პირადად შეხვედრა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები