ფილიპინებზე შეიარაღებული პირები ციხეს თავს დაესხნენ და 150 პატიმარი გაათავისუფლეს

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ციხეს თავს დაესხნენ და 150–მდე პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო “სინჰუა“ იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა კარგად იყო ორგანიზებული. სროლის შემდეგ პატიმრებმა ციხიდან გაქცევა გადაბმული ზეწრების საშუალებით შეძლეს. ორმხრივი სროლის დროს ციხის დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ამჟამად პოლიცია გაქცეულ პატიმრებს ეძებს და მათ ვინაობას ადგენს. ხელისუფლება ეჭვობს, რომ თავდასხმა ფილიპინელმა ისლამისტებმა მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები