ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი ხიდი აშენდება.

80-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ახალი ალტერნატიული ხიდი შენდება, რაც სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

განახლებული ინფრასტრუქტურა ყაზბეგის მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ხელს შეუწყობს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები