პრეზიდენტი: ჩვენს ხალხს წილად ხვდა ბედნიერება, ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
”თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ჩვენს ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 84 წლის გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები