ბრძოლა მოსულისთვის – ერაყის ქალაქი 5 დღეში 13 ათასმა ადამიანმა დატოვა

ერაყის ქალაქი მოსული, რომელსაც ამჟამად ქვეყნის სამთავრობო ძალები უტევენ, 5 დღის განმავლობაში 13 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს პრესმდივანმა სტაფან დიუჯარიკმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქს ყოველდღიურად 1 600–დან 2 300–მდე ადამიანი ტოვებს.
გაეროს პრესმდივნის განცხადებით, 2016 წლის 17 ოქტომბრიდან, როდესაც მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, ქალაქი 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. ეს დასახლებული პუნქტი ერაყში „ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება და მას დაჯგუფება 2014 წლიდან აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები