ერდოღანი და ობამა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ–ის და თურქეთის თანამშრომლობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გაგრძელდება და გაღრმავდება. ამის შესახებ სატელეფონო საუბრის დროს აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, პრეზიდენტებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი აღნიშნეს. აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა თურქეთის როლს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო პროცესის დაწყების საქმეში.
ობამამ ერდოღანს სტამბოლში ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები