თანამედროვე მხატვართა „საშობაო გამოფენა“ გაიხსნება

 5 იანვარს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს,  „საშობაო გამოფენის“ ორგანიზატორია საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება (ხელმძღვანელი გურამ ცერცვაძე). გამოფენაში 70-მდე მხატვარი მონაწილეობს. ექსპოზიცია ჟანრობრივად მრავალფეროვანია.
გამოფენა 10 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები