ტეხასელმა მამაკაცმა, შემთხვევით, ოთხი შვილი მოწამლა

ტეხასის პოლიცია ოთხი ბავშვის დაღუპვის ფაქტს იძიებს. ისინი, სავარაუდოდ, მამამ შემთხვევით მოწამლა, ვინაიდან პესტიციდის შენახვის წესები დაარღვია. ბავშვების დედა ცოცხალია, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ტრაგიკული ინციდენტი ქალაქ ამარილოში მოხდა.
როგორც მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, მან მეგობრისგან პესტიციდი Weevil-cide შეიძინა, რომელიც გემებით პროდუქტების გადატანისას გამოიყენება. მან ნივთიერება თავისი სახლის ქვეშ დაყარა, მაგრამ ცოტა ხანში ოჯახმა მძაფრი სუნი იგრძნო. ამის შემდეგ მამაკაცმა პესტიციდის კაპსულების წყლის ჭავლით გარეცხვა გადაწყვიტა. პესტიციდის და წყლის შეხების შედეგად ქიმიური რეაქცია მოხდა, რამაც გაზი ფოსფინი წარმოქმნა. ფოსფინი ძალზე ტოქსიკური აირია, ის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს.
ჯერჯერობით მამაკაცს პოლიციამ ბრალი არ წაუყენა. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები