ჯანეტ ჯექსონს 50 წლის ასაკში პირველი შვილი ეყოლა

პოპ-ვარსკვლავ ჯანეტ ჯექსონს 50 წლის ასაკში პირველი შვილი ეყოლა. როგორც გამოცემა People იუწყება, მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა.
ჯექსონის ვაჟის მამა ყატარელი ბიზნესმენი ვისამ ალ-მანაა. მისი კომპანია  სპარსეთის ყურის ქვეყნებში luxury-ბრენდის ტანსაცმლის გაყიდვით არის დაკავებული.
ცნობისთვის, ჯანეტ ჯექსონი ამერიკელი პოპ-მომღერალი, ასევე კომპოზიტორი და მსახიობია. მან კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. ჯანეტი მაიკლ ჯექსონის უმცროსი დაა. მაიკლი 2009 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები