7 იანვარს, ცნობილ პოლონელ დიჯეისა და პროდიუსერს, MAGDA-ს მოუსმენენ

7 იანვარს, 23:00 საათზე, SPACEHALL ცნობილ პოლონელ დიჯეისა და პროდიუსერს Magda-ს, ასევე – გიო შენგელიას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, Magda პოლონეთში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი DJ-ია. მისი, როგორც პროდიუსერის, კარიერა 1998 წელს იწყება, როდესაც აღიარებულ ლეიბლს M-NUS-ს შეუერთდა. მან მალევე გაითქვა სახელი, როგორც მრავალფეროვანი სელექციის მქონე, თანამიმდევრული და მაღალი ხარისხის ტექნიკის მქონე არტისტმა. მის მუსიკალურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი Daniela Huerta-სთან კოლაბორაციას უჭირავს, რომლის უმეტესი ნაწილი სეტებთან ერთად ავანგარდულ, ცოცხალ პერფორმანსებსაც მოიცავს.
Marc Houle-სა და Troy Pierce-სთან ერთად წარმატებული ლეიბლის – Items & Things მფლობელია, სადაც საკუთარ მუსიკას გამოსცემენ: Tijana T, Jimmy Edgar, Rework და სხვა ცნობილი არტისტები. იტალიური კომპოზიციების სიყვარულითა და დეტროიტის გავლენით შექმნილი ტრეკები: Your Love Attack, Breakout და Lost in Time 10 წლის შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას. მისი დისკოგრაფია ლეგენდარული Plastikman-ის, Depeche Mode-სა და სხვა ცნობილი ჯგუფების კომპოზიციების რემიქსებს მოიცავს.
გიო შენგელია ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ვეტერანი DJ-ია.
ღონისძიება გაიმართება Dinamo Arena-ს ქვეშ, კლუბ BASSIANI-ს გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები