ტრამპი პირობას დებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის მოდერნიზებას ვერ შეძლებს

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეა თავისი ბირთვული პოტენციალის მოდერნიზებას ვერ შეძლებს  მან ასევე ჩინეთი გააკრიტიკა, ვინაიდან პეკინი, ტრამპის აზრით,  ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემის მოგვარებაში დაინტერესებული არ არის.
„სავაჭრო ხელშეკრულების გამო ჩინეთმა აშშ–ის უზარმაზარი სიმდიდრე წაიღო, ხოლო ჩრდილოეთ კორეის საკითხში ჩვენ არ გვეხმარება. ეს ძალიან საწყენია” – განაცხადა ტრამპმა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებების კომენტირებისას, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ ექნება იარაღი, რომლითაც აშშ–ის ტერიტორიაზე შეტევაა შესაძლებელი, ტრამპმა აღნიშნა – „ეს არ მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები