გია ვოლსკი: უსუფაშვილის განცხადება არ არის პროგნოზი, ეს არის მოწოდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არა პროგნოზი, არამედ მოწოდება უფროა.
მისი თქმით, მოვლენების მსგავის სცენარით განვითარება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი იქნება.
„მოწოდებისავით გაჟღერდა, დანარჩენი დათოს ჰკითხეთ. ვფიქრობ, რომ უსაფუძვლო, არადროული, არაკონსტრუქციული და ქვეყნისთვის ნამდვილად დამაზიანებელი იქნება, თუკი ეს მოვლენები ნამდვილად ასე განვითარდება. ეს არის ახალი დაძაბულობის, ახალი დაპირისპირების სცენარისკენ მოწოდება და არა საექსპერტო ანალიზი. იმ პარტიებს და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების პერსეპექტივა არ გააჩნიათ, იმათთვის ასეთი სცენარი შეიძლება იყოს მისაღები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს. შესაბამისი კომენტარი მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები