ილდირიმი: ჩვენ ტერორიზმს ვებრძვით, სხვები კი მხოლოდ ლაყბობენ

თურქეთის პრემიერ–მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ტერორიზმს ებრძვის, სხვები კი მხოლოდ ყბედობენ. „მხოლოდ თურქეთი ნამდვილად ებრძვის ტერორისტებს, ხოლო სხვები მხოლოდ საუბრობენ. აშშ, ისევე როგორც სხვები, არაფერს აკეთებს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, მხოლოდ ყბედობენ“, – განაცხადა ილდირიმმა თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ შეწყვიტოს სირიაში ქურთებისთვის იარაღის მიწოდება,  ვინაიდან „ქურთთა მუშათა პარტია“ ამას თურქეთის წინააღმდეგ იყენებს. მან ასევე განაცხადა, რომ ძალები, რომლებიც სისხლიანი ტერაქტების უკან დგანან,  თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ.
თურქეთის პარლამენტი დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავს, რომელიც 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები