თებერვლის მეორე ნახევარში სეზონური ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი

თებერვლის მეორე ნახევარში სეზონური ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ვირუსების გავრცელების მაღალი დონე უკვე დაფიქსირდა დეკემბერში. ოფიციალური ცნობით, დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან მოხუცები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და ექიმები, რომლებისთვისაც პრევენციის განსაკუთრებული ზომების მიღებაა აუცილებელი.
“ერთი პიკი უკვე გვქონდა დეკემბერში, 50-ე კვირაში და ამის შემდეგ თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება მატება, ოღონდ ზომიერი მატება იქნება. ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, ძირითადად, გრიპის ვირუსებს შორის – H3 არის წამყვანი, ცოტა არის B ტიპის ვირუსი“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები