ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია – ეს ყირგიზეთის მოქალაქეა

თურქეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა სტამბოლის ღამის კლუბზე ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმის მონაწილის ვინაობა დაადგინეს. თურქული მედიის ცნობით, ეს ყირგიზეთის მოქალაქე, 28 წლის იახიე მაშრაპოვია. მედიაში ბრალდებულის ფოტოც ვრცელდება.
ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს ტერორისტმა სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – 27 უცხოელი, ძირთადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყო. დაიჭრა 70– ზე მეტი ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციაზე შურისძიება იყო. ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით თურქეთში 12 ეჭვმიტანილია დაკავებული. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს მაშრაპოვის ოჯახის წევრები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობს. ტერორისტი კი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები