გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, ფოიერვერკების გამო ჰაერის დაბინძურების დონე ძალზე მაღალია

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების გამო ჰაერის დაბინძურება დასაშვებ დონეზე მაღალი იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კერძოდ, მიუნხენში ჰაერში მავნე ნივთიერებების შემოწმებამ აჩვენა, რომ ის 27–ჯერ აღემატებოდა ნორმას. საერთო ჯამში კი მთელ ქვეყანაში ამ დღეს ჰაერში ოთხი ათასი ტონა მავნე ნივთიერება ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში ავტომობილების გამონაბოლქვის 15%–ს უდრის.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფოიერვერკების კვამლი მიკრონაწილაკებად იქცევა და შემდეგ ფილტვებში ხვდება, რაც სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს ინფორმაციით, ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების გამო ნაადრევად 467 ათასი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები