ბრაზილიის ციხეში ბუნტის დროს 60 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ქალაქ მანაუსის ციხეში მომხდარი ბუნტის დროს 60 ადამიანი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ცნობით, არეულობა დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა.
როგორც პრესკონფერენციაზე ამაზონასის შტატის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა სერხიო ფონტესმა განაცხადა, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პატიმარმა გაქცევა მოახერხა.
გამოცემა Em Tempo–ს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 80–მდე ადამიანია დაღუპული.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის პენიტენციურ სისტემას აკრიტიკებენ, ვინაიდან ციხეები გადავსებულია და იქ ხშირად ხდება შეტაკებები დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები