რომის პაპმა სასულიერო პირებს პედოფილების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობისკენ“ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ სასულიერო პირებს მოუწოდა პედოფილების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოიჩინონ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამასთან, რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა „ცოდვისთვის, რომელიც ყველას არცხვენს“.
რომის პაპმა შესაბამისი ღია წერილი გამოაქვეყნა და „ამ ძალადობის წინააღმდეგ ყველა აუცილებელი ზომის მიღების“ პირობა დადო. ფრანცისკემ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია აღიარებს იმ სასულიერო პირების დანაშაულს, რომლებმაც ბავშვებზე იძალადეს და მათ ამით უდიდესი ტკივილი მიაყენეს.
2013 წელს რომის პაპად არჩევის შემდეგ ფრანცისკემ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მან აღიარა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები ამერიკულ, ევროპულ და ავსტრალიის ეკლესიებში იყო დაფიქსირებული და ამ დანაშაულთან ბრძოლა ეკლესიის ავტორიტეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები