სირიაში რამდენიმე ამბოხებული დაჯგუფება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

სირიის ოპოზიციური ძალების რამდენიმე დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და ასტანაში სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ასადის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს.
ამბოხებულთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ, მაგრამ სამთავრობო ძალებმა ირანელ მოკავშირეებთან ერთად ის არაერთხელ დაარღვიეს დამასკოს შემოგარენში და ვადი–ბარადას მდელოზე.
ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ თუ ასადის ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ახალი შეტევისთვის გამოიყენებენ, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ყველა დაჯგუფება შეწყვეტს.
ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარე თვეს უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, 31 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა რეზოლუციას სირიაში ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის მოგვარების საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები