ჰონგ–კონგის ყოფილი ლიდერი კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა

ჰონგ–კონგში ყოფილი სახელმწიფო მეთაურის, დონალდ ცანგის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მას კორუფცია ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით,  ცანგმა მთავრობის ფულადი სახსრები უკანონოდ გამოიყენა.
დონალდ ცანგი ჰონგ–კონგის ლიდერი 2005–2012 წლებში იყო.
ბრალდების მხარე იუწყება, რომ ცანგმა ტელეკომპანია  Wave Media–ს ერთ–ერთი მეპატრონისგან ბინა დაბალი ფასით იქირავა. შემდეგ კი ამ კომპანიაზე ლიცენზია ისე გასცა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს.
გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ ცანგის ნაქირავებ ბინაში რემონტიც დააფინანსა, ხოლო ჰონგ–კონგის ყოფილმა ლიდერმა დიზაინერს ჯილდო გადასცა.
ცანგი ქრთამის აღებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუ ქვეყნის ყოფილი ლიდერის ბრალი დადასტურდა, ის შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები