პირველად 50 წლის განმავლობაში „ვოლვომ“ შვედეთში ყველაზე გაყიდვადი მანქანის სტატუსი ვერ მოიპოვა

პირველად დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში „ვოლვომ“ შვედეთში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი ვერ მოიპოვა. მას ამ მაჩვენებლით 2016 წელს „ფოლქსვაგენ გოლფმა“ გაასწრო.
შარშან „ფოლქსვაგენ გოლფი“ 5,9 პროცენტმა შეიძინა, მაშინ როდესაც ვოლვოს ავტომოყვარულთა 5,7%–მა მიანიჭა უპირატესობა.
ბოლოს ასეთი ფაქტი შვედეთში 1962 წელს დაფიქსირდა, როდესაც გაყიდვის რეიტინგში „ვოლვოს“ “Volkswagen Beetle”–მა გაასწრო.
მიუხედავად ამისა, შვედეთში არსებული ავტომანქანების უმრავლესობა – 21,5% – სწორედ ვოლვოა“ და ის ლეგენდარულ შვედურ ბრენდად ითვლება. „ფოლქსვაგენის” წილი ავტომობილებს შორის 15,7%–ს შეადგენს.
შვედეთის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, საერთო ჯამში 2016 წელი მანქანების გაყიდვის მხრივ რეკორდული იყო. გასულ წელს 8%–ით მეტი ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე 2015 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები