ჩილეში ხანძრის გამო საფრთხის „წითელი“ დონე გამოცხადდა

ჩილეს საპორტო ქალაქ ვალპარაისოს მახლობლად ხანძრის გამო საფრთხის „წითელი“ დონე გამოცხადდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ჩილეს შს სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 50 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. ცეცხლმა უკვე ასზე მეტი სახლი გაანადგურა. ადგილზე ათობით სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ხანძრის გამო 19 ადმიანი დაშავდა, მათგან 16 კვამლით მოიწამლა.
ხანძრის რაიონიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული. 48 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები