ისრაელის პოლიციამ კორუფციის საქმეზე პრემიერ–მინისტრი დაჰკითხა

ისრაელის პოლიციამ კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ დაჰკითხა. მის დასაკითხად რეზიდენციაში სამი გამომძიებელი მივიდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც გამოცემა Jerusalem Post წერა, ნეთანიაჰუ ისრაელელი და უცხოელი ბიზნესმენებისგან მიღებული საჩუქრების არასწორ გაფორმებაშია ეჭვმიტანილი. საჩუქრების ფასი ათიათასობით დოლარს შეადგენს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, პრემიერის ქმედება  საზოგადოებრივი ნდობის უფლებამოსილების დარღვევას წარმოადგენს. თავად ნეთანიაჰიუ ამ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკური ოპონენტების ზეიმს ნაადრევს უწოდებს.
„თქვენ არაფერი გამოგივათ. თქვენი ზეიმი ნაადრევია. შეგიძლიან ჰაერის ბუშტების გაბერვა და ცაში გაშვება გააგრძელოთ, მე კი ქვეყნის მართვას გავაგრძელებ“, – მიმართა ნეთანიაჰუმ ოპონენტებს.
დეკემბრის ბოლოს ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პოლიციას ნეთანიაჰუს დაკითხვის უფლება მისცა. გამოძიება ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა პრესაში აგორებული სკანდალის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ–მინისტრისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები