ფრანსუა ოლანდმა ერაყში მყოფი სამხედროები მოინახულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერაყში მყოფი ფრანგი სამხედროები მოინახულა. ამჟამად ერაყში სპეციალური დანიშნულების ძალების 500–მდე ფრანგი სამხედრო იმყოფება, რომლებიც საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობენ. არსებობს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ფრანგული კონტინგენტი ექსტრემისტებისგან ქალაქ მოსულის გათავისუფლებაშიც მონაწილეობს. საახალწლო მიმართვაში ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მომავალშიც გააგრძელებს. ოლანდმა პატივი მიაგო ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და აღნიშნა რომ ის ამაყია იყოს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების ერთგული დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები