სტამბოლში მომხდარ თავდასხმას გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმად ვარ შეწუხებული სტამბოლში მომხდარი მორიგი თავდასხმით. ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა და მათი ახლობლებისკენაა მიმართული“, – წერს ტვიტერში გიორგი კვირიკაშვილი.
სტამბოლში ახალი წლის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათგან 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაშავებულია 40– ზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, ქალაქის ევროპულ ნაწილში, ბოსფორის ნაპირას მდებარე ღამის კლუბში „რეინა“ სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
სტამბოლის პოლიციამ თავდასხმა უკვე შეაფასა ტერორისტულ აქტად. თავდამსხმელის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები