სასჯელაღსრულების დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დედებთან მყოფ ბავშვებს ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან და ასევე, ორსულებს, საახალწლოდ ტკბილეული, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ. „კომპანია PSP-მ ინიციატივა გამოთქვა, მობრძანებულიყო ქალბატონებთან და მიელოცა მათთვის ახალი წელი. გვეწვია თოვლის ბაბუა, რომელსაც პატარები დიდი სიხარულით შეხვდენენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ყველაფერს აკეთებს დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის,“ – აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.

პატარებს საახალწლო საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცა და მინი გასართობი პროგრამაც შესთავაზა. მსჯავრდებულმა დედებმა სამინისტროსა და კომპანიას საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები