“შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის გარეშეც გამოვიდეს პატრიარქი ამ მდგომარეობიდან”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანელმა პროფესორმა მოინახულა, – ამის შესახებ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პატრიარქის ექიმმი ცისანა შარტავა აცხადებს. როგორც მან განმარტა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონსილიუმი ამ წუთებშიც გრძელდება. „ამ ეტაპზე, სასწრაფო ოპერაციის გაკეთება საჭირო არ არის, ვინაიდან, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის გარეშეც გამოვიდეს პატრიარქი ამ მდგომარეობიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოპერაციის საჭიროება ბოლომდე არ მოხსნილა. უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის თავს უკეთ გრძნობს, ლაბორატორიული მაჩვენებლებიც უკეთესია” – განუცხადა ცისანა შარტავამ საზოგადოებრივს. როგორც საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, პატრიარქს ექიმები მუდმივი რეჟიმით აკვირდებიან. შარტავას თქმით, გერმანიაში პატრიარქის სასწრაფოდ ტრანსპორტირება აუცილებელი არ არის. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები