თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა.
„გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მაჩვენებლებში. ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებელმა კი 832.4 მლნ ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები