გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნამდვილად გვექნება ძალიან კარგი 2017 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ 2017 წელი ძალიან კარგი წელი იქნება.
მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ის მიზეზები დაასახელა, რომელიც მას  აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ 2017 წელი გაცილებით უკეთესი იქნება.
„ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის სწორი ორიენტირები, რომელიც რეფორმების კუთხით ავიღეთ, მაძლევს იმ გუნდის კომპეტენცია, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო გუნდზე. ოპტიმიზმის საფუძველს ასევე მაძლევს ის საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ. მე ძალიან ხშირად მიწევს საზოგადოებასთან კონტაქტი და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად გვექნება ძალიან კარგი 2017 წელი.  ყველა კრიტიკოსის მიუხედავად, არამხოლოდ მჯერა, არამედ გპირდებით ამას“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები