პრემიერი ციფრული მაუწყებლობის რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ციფრული მაუწყებლობის რეფორმის განხორციელებას წინა ხელისუფლება ვერ ბედავდა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ კუთხით უდიდესი ცვლილება მოახდინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს, კანონმდებლობის მეშვეობით, მაქსიმუმ 10 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ახალი ტელევიზია გაიხსნას და მაუწყებლობა დაიწყოს.

„სიხშირის რესურსი გაიზარდა და ლიცენზირებაც კი არ არის საჭირო, ძალიან მარტივია ავტორიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ნებისმიერ ადამიანს თუ ბიზნესჯგუფს შეუძლია გახსნას საკუთარი ტელევიზია. ეს არის უდიდესი თვისობრივი ცვლილება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა და ამას ვერავინ უარყოფს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები