პრემიერი: არც ერთმა ადამიანმა არ მინდა იფიქროს, რომ ზედმეტი იყო სახელმწიფოსთვის

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ადამიანებმა, რომლებმაც ოპტიმიზაციის შედეგად დაკარგეს სამსახური, სახელმწიფოსთვის ზედმეტი არ არიან.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მიუხედავად უწყებებში შემცირების მტკივნეული პროცესისა, სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება.
„როცა შემცირება ხდება ყოველთვის მტკივნეულია ადამიანებისთვის. არცერთმა ადამიანმა არ მინდა იფიქროს, რომ ვინმე იყო ზედმეტი სახელმწიფოსთვის, ან სახელმწიფო აპარატისთვის. იყო გარკევული არასწორი გამონათქვამები და მე მინდა ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა ამ შემთხვევაში. ყველა ჩვენგანი ძალიან განვიცდით. არც ერთი ადამიანი არ გვყავს ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არ დაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა გადაცემა „მოამბეში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები