დავით სერგეენკო: მთავარი იყო ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, შეფერხების გარეშე განხორციელდა

„მთავარი იყო ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, შეფერხების გარეშე განხორციელდა“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა მთავარ გამოწვევად სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობისთვის ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა დაასახელა.
„წლის განმავლობაში დაიგეგმა ისეთი რეფორმები, რომელიც უკვე მომავალი წლის იანვრიდან განხორციელდება, რომლის ამოცანაც იქნება ხარისხის უფრო მეტი მისაწვდომობა, რჩება მთავარი გამოწვევები, რაც არის სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობისთვის ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. შეჯამება ასეთი იქნება – წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემის სტაბილურობა, ახალი რეფორმებისთვის საფუძვლის ჩაყრა, ხოლო ერთი მთავარი გამოწვევა ამბულატორიულ მედიკამენტებზე გართულებული წვდომაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები