სირიაში სამშვიდობო შეთანხმება მისი ამოქმედებიდან ორ საათში დაირღვა

სირიაში დაწესებული სამშვიდობო შეთანხმება მისი ამოქმედებიდან ორ საათში დაირღვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ორგანიზაცია Syrian Observatory for Human Rights-ის ინფორმაციით, სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ჰამას პროვინციაში სამთავრობო ძალებზე შეტევა განახორციელეს. თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბაშარ ასადის ძალები იდლიბის პროვინციაში ორი დასახლების დაბომბვაში დაადანაშაულეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პარასკევს დილით სიტუაცია დამშვიდდა.
ცნობისთვის, სირიაში 30 დეკემბრიდან სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შესახებ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მშვიდობის გარანტიებს რუსეთი და თურქეთი უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები