ლევან იზორია: უახლოეს მომავალში „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ახალი ხელძღვანელის შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „დელტა“ ძირითადად შეასრულებს იმ სამუშაოებს, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალებიდან ექნება.
“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია დელტას ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, რათა მასაც წარმოედგინა საკუთარი ხედვა, თუ რამდენი საშტატო ერთეულია საჭირო იმისთვის, რომ დელტამ განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ასე რომ, უახლოეს მომავალში დელტას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება”, – განაცხადა იზორიამ.
სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლეს. ძოძუაშვილის გათავისუფლება კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარების უმოქმედობას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები