Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 4 ადგილით დაწინაურდა

საერთაშორისოდ აღიარებული გამომცემლობა „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნდა ბიზნესისათვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც ცნობილი ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს. აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველო, ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე მოხვდა და 2013 წელთან შედარებით 4 ადგილით დაწინაურდა.
რეიტინგის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის და ამასთან არის ლიდერი ქვეყანა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და თურქეთს შორის.
გამომცემლობის შეფასებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსები, რომლებსაც იგი იყენებს საკუთარი ენერგომოთხოვნის თითქმის სრულად დასაკმაყოფილებლად. ასევე საქართველომ არსებითად შეამცირა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ასევე რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი ჩაანაცვლა აზერბაიჯანიდან იმპორტით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო ლიბერალური და თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამასთან გაზარდა სოციალური დანახარჯები, ხოლო შრომის კანონმდებლობა დაუახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე 2014 წელს საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან და საფუძველს ჩაუყრის თავისუფალ სავიზო მიმოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები