ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ თოხლიაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სსიპ ეროვნული სატყეო საგენტო საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ იქნა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი, მოჭრილია 2 ძირი მუხის სახეობის ხე, გატარებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, შედგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და მომზადდა მასალები სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ მუდმივი მონიტორინგის შედეგად, მხოლოდ დეკემბრის თვეში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 251 ფაქტი იქნა გამოვლენილი, მათ შორის, საგარეჯოს სატყეო უბნის, მანავი-თოხლიაურის სამცველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაახლოებით 50 ოქმი იქნა შედგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები